,,ლაღიძის წყლების დამზადების ტექნოლოგია და კულტურა“

1391988_643017209076742_390012359_n 1170940_623274864384310_1017785627_n 1017632_584278311617299_845168984_n

წარდგენილია ეროვნული ძეგლის სტატუსის მისანიჭებლად

„ლაღიძის წყლების“ დამზადებისტექნოლოგია, როგორც გამაგრილებელი სასმელების ქართული ტექნოლოგიაშემუშავდაქუთაისელი ფარმაცევტის, მიტროფანე ლაღიძის მიერ1887 წელს. სწორედ ამ წელს, ავტორს გაუჩნდა იდეა, რომ გამაგრილებელი, უალკოჰოლო სასმელების გასაკეთებლად, ნაცვლად არომატიზირებული ესენციებისა, გამოეყენებინა ნატურალური ვეჟინი (სიროფი). 

ტექნოლოგია

„ლაღიძის წყლები“ მზადდება სოდიანი წყლისა და სხვადასხვა ნატურალური ხილისა და ბალახეულის ვეჟინისაგან. ტრადიციულად, ჭიქაში ხდება ვეჟინის გაზავება სოდიანი წყლის ჭავლით. ვეჟინის დასამზადებლად გამოიყენება ხილი და ბალახეულობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რომელთა არომატის უპირატესობა თავად მიტროფანე ლაღიძის მიერ არის შერჩეული (მაგ. ჟოლოს ვეჟინის დასამზადებლად გამოიყენება ბორჯომის ხეობის ტყის ჯოლო, რომელსაც განსაკუთრებული, ინტენსიური არომატი აქვს) და სხვა ნატურალური პროდუქტები.

ხილისა და ბალახეულის ვარგისიანობის შერჩევა ეფუძნება თავად მიტროფანე ლაღიძის პიროვნულ გამოცდილებასა და დეგუსტაციის ნიჭს, თუმცა მან ასევე გამოიყენა ხილის კრეფის სეზონის განსაზღვრისათვის ძველი ქართული ტრადიციები (ხილი იკრიფებოდა მთვარის განსაზღვრულ ფაზებში, როცა ხილში წყლის შემცველობა ნაკლებია და არომატი უფრო ინტენსიური) და საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ცოდნა ამა თუ იმ ხილის მიკროზონების უპირატესობისა სხვა რეგიონის ანალოგიურ ხილთან მიმართებაში. ყოველივე ამან საფუძველი დაუდო ლეგენდას ლაღიძის საიდუმლო რეცეპტების შესახებ. როგორც ცნობილია, მას გარდა ამ ცოდნისა სხვა, რაიმე საიდუმლო არ გააჩნდა.

„ლაღიძის წყლების“ტექნოლოგიის „საიდუმლოს“ წარმოადგენს მისი შემადგენლობის100% ნატურალურობა (სასმელების წარმოებაში არ გამოიყენება ქიმიური ესენციები), ხოლო მის არომატს განსაზღვრავს საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ქართული ხილის ჯიშები მიკროზონების გათვალისწინებით. სწორედ ქართული მეხილეობის ტრადიციული ცოდნების ინტეგრაციამ ტექნოლოგიურ პროცესში განაპირობა ლაღიძის წყლებისიმთავითვე დიდი პოპულარობადაგანაპირობა ქართული სუფრის ყველაზე კონსერვატიული ტრადიციების ტრანსფორმაცია, იქცა რა მის აუცილებელ ელემენტად.

კულტურა

„ლაღიძის წყლები“ რუსთაველის პროსპექტზე წარმოადგენდა საზოგადოების ყველა ფენის განსაკუთრებული მიზიდულობის ადგილს, რამაც ათწლეულების განმავლობაში ჩამოაყალიბა „ლაღიძის წყლებში“სიარულის ტრადიცია და განსაზღვრა მენიუ.როგორც წესი, ლაღიძის გამაგრილებელ სასმელებს მიირთმევენ ხაჭაპურთან ერთად. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა აჭარული და ფენოვანი ხაჭაპური. საკვების ასეთი ტანდემი აძლიერებს ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით საზოგადოების ტრადიციებთან უწყვეტობის განცდას.

ლაღიძის წყლების ტრადიციული ადგილსამყოფელი თბილისში რუსთაველის 24-ში მდებარე შენობის პირველი სართული და სარდაფი, ხოლო ქუთაისში წერეთლის ქუჩის 2-ში მდებარე შენობა იყო. ქუთაისში, საბჭოთა წლებში მდებარე ლაღიძის წყლები, 5 წლის წინ დაიწვა, თუმცა დღემდე შემორჩა ყოფილი მე-4 აფთიაქის შენობა, საიდანაც სათავეს იღებს „ლაღიძის წყლების“ ისტორია. აღნიშნული შენობა წარმოადგენს იმ კულტურულ სივრცეს, რომელთანაც იგივდება „ლაღიძის წყლები“ და მისი ავთენტურობა. თავისთავად, „ლაღიძის წყლების“ მირთმევის ტრადიცია საზოგადოების სოციალური სტაბილურობისა და კულტურული იდენტობის განცდას უკავშირდება.

„ლაღიძის წყლების“ კულტურის თავისებურებას ტრადიციული კულტურის ელემენტებთან ერთად წარმოადგენს მისი დემოკრატიული ხასიათი. არომატების კომბინირების ფართო შესაძლებლობა განაპირობებს ინდივიდუალურ მიგნებებს და საყოველთაოდ აღიარებული არომატების კომბინაციების (შოკოლადი ნაღებით, ლიმონი ნაღებით) გვერდით ჩნდება ინდივიდუალური არომატები, რაც ლაღიძის წყლების კულტურასთან მიმართებაში ხაზს უსვამს საზოგადოების წევრების თვითიდენტიფიცირებას. ლაღიძის წყლების ხელმისაწვდომობამ და კაფეს, როგორც კულტურული სივრცის საზოგადოებისათვის თავისუფალი წვდომის შესაძლებლობამ ჩამოაყალიბა ის ჯანსაღი დემოკრატიული გარემო, სადაც საზოგადოების ყოველი ფენის, ასაკის, განათლების, რწმენის, ეროვნებისა და კულტურის წარმომადგენელი ერთ სივრცეში იყრის თავს და აგემოვნებს თავის საყვარელი არომატების გამაგრილებელ სასმელებს. ეს კიდევ უფრო ამყარებს „ლაღიძის წყლების“, როგორც ჭეშმარიტად სახალხო მოვლენის მნიშვნელობას.

„ლაღიძის წყლები“ წარმოადგენს ქართული საზოგადოების კულტურული თვითიდენტიფიცირების საშუალებას და სიამაყის წყაროს. უფროსი თაობა „ლაღიძის წყლების“ მირთმევის წესებსა და მასთან ერთად, მის სიყვარულს გადასცემდა ახალ თაობას და ცდილობდა, ამ კულტურას თბილისისა და ქუთაისის საპატიო სტუმრებიც ზიარებოდნენ. უფროსებთან ერთად, ბავშვებისათვისაც ლაღიძის წყლების დაგემოვნება ერთგვარ რიტუალად ჩამოყალიბდა, მშობლები ცდილობდნენ შვილებს გაეცნოთ ის არომატები, რისი სიყვარულიც მათ ბავშვობიდან მოჰყვებოდათ. ამ პროცესში ჩამოყალიბდა ლაღიძის წყლების მოხმარების ინდივიდუალური, ოჯახური ტრადიციები, რაც ოჯახის თითოეულ წევრს, ხოლო საერთო ჯამში მთლიან საზოგადოებას, მიუხედავად მათი მულტიეთნიკური და მულტიკულტურული ხასიათისა, ერთი კულტურული ფენომენის გარშემო აერთიანებს. სწორედ ამ თავისებურებების ერთობლიობამ აქცია „ლაღიძის წყლები“ ურბანული კულტურის განუყოფელ ნაწილად და წარმოშვა „ლაღიძის წყლების კულტურის“ ფენომენი.

„ლაღიძის წყლები“ ათწლეულების მანძილზე თბილისის და თბილისელების სავიზიტო ბარათი იყო.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s