თეატრალური უნივერსიტეტის ყოველწლიური, სტუდენტად კურთხევის ტრადიცია – ,,გრიმის ცხების ცერემონიალი”

12234_417142595021650_11023333_n - Copy 401633_314506568618587_396518628_n - Copy 532377_415982628470980_369079919_n - Copy 1294291_10152024008969739_968218938_o 1398517_10152024008414739_2047506425_o

 

ყოველწლიურ სტუდენტურ ტრადიციას მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

გრიმის ცხების ცერემონიალი იმართებოდა ყვარელში, კოტე მარჯანიშვილის სახლმუზეუმის მარნის სცენაზე, სადაც გამოჩენილმა ქართველმა რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა თავისი პირველი სპკტაკლი დადგა, რიტუალი ზუსტად ისევეა შემონახული, როგორც ეს წლების წინ იყო, სტუდენტები ერთად დებენ ფიცს საკუთარი პროფესიისა და  სამშობლოს წინაშე, ამ ფიცს კი ტრადიციულად ქართული თეატრის თვალსაჩინო წარმომადგენელი კითხულობს.

ისტორია

ფიცის დადების ლამაზი ცერემონიალი თეატრალურ უნივერსიტეტში რამდენიმე ათეული წლის წინ 1974 წელს ქ.ნ ეთერ გუგუშვილის რექტორობის დროს დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას. ცერემონია პირველ ხანებში ყვარელსა და თელავში, კოტე მარჯანიშვილის სახლის მარანში იმართებოდა. სწორედ ამიტომ, ახლაც ეს ცერემონია ყვარლის მუზეუმის მარნის სცენაზე ტარდება,  იქ სადაც კოტე მარჯანიშვილი თავის პირველ სპექტაკლებს დგამდა. ცერემონიალის დაარსების პირველ წლებში ის რამდენჯერმე მთაწმინდის პანთეონშიც გაიმართა, მაგრამ შემდეგ ისევ დაუბრუნდა თავდაპირველ ადგილს. ცერემონიალის შინაარსი დღემდე ინარჩუნებს იმ იდეას რასაც დაფუძნების დღიდან ატარებდა. დრამის ფაკულტეტის სტუდენტები, მომავალი მსახიობები, საჯაროდ, ერთხმად დებენ ფიცს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდებოდნენ საკუთარ პროფესიას და ერთგულად ემსახურებიან თეატრალურ ხელოვნებას, კულტურასა და სამშობლოს. ღონისძიების კულმინაცია გრიმის ცხების მომენტია, როდესაც გამოცდილი და ცნობილი მსახიობები ახალგაზრდა არტისტებს სახეზე სასცენო გრიმს სცხებენ, როგორც  გარდასახვის სიმბოლოს. ტრადიციის თანახმად ეს „საიდუმლო“ რიტუალი გზას ულოცავს მომავალ მსახიობებსა და რეჟისორებს.70-იან წლებში ამ ტრადიციას სხვა დატვირთვაც ქონდა. მოგეხსენებათ საბჭოთა პერიოდის საქართველოში აქტიურად მიმდინარეობდა ქვეყნის რუსიფიკაცია, ეს თეატრალური აქტივობა კი ქართული თეატრის პატრიოტიზმის ერთ-ერთი გამოხატულება იყო. ფიცის ტექსტში მკაფიოდ იყო გამოხატული ქართული ეროვნული ცნობიერების საფუძვლები. მსგავსი პრეცენდენტი საბჭოთა კავშირის მასშტაბით არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა დაფიქსირებული.  1974 წელს შემუშავებული ფიცის ტექსტი ყოველწლიური გრიმის ცხებისა და ფიცის დადების ცერემონიალზე ახლაც  უცვლელად იკითხება. პირველი ცერემონიალი ჩატარდა თეატრალურ უნივერსიტეტთან არსებულ „სასწავლო თეატრის სცენაზე“ , სადაც ღვაწლმოსილი მსახიობები ისეთები როგორებიც არიან: დოდო ალექსიძე და აკაკი ვასაძე პირველკურსელებს გრიმს სცხებდნენ და ამ ჟესტით გზას ულოცავდნენ მათ მომავალ სამსახიობო შემოქმედებას. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ იმ ურთულეს პერიოდშიც კი, როდესაც საქართველოში უმძიმესი ვითარება იყო, საბჭოთა კავშირი იშლებოდა, შემდგომში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, თეატრალური ინსტიტუტის რექტორატი მაინც ახერხებდა ჩაეტარებნა ეს ცერემონიალი უცვლელი სახით. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ დღეს, ამ ტრადიციამ ახალგაზრდა თაობამდე მოაღწია და ისინიც  აქტიურად და წარმატებით ახერხებენ სახელოვანი მსახიობების დაწყებული საქმის გაგრძელებას.

კულტურა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა 1923 წელს და ამ დღიდან ის კულტურის ცენტრად იქცა. ეს სკოლა გამოიარეს ცნობილმა წარმატებულმა კინოსა და თეატრის მსახიობებმა. უნდა აღინიშნოს, რომ გრიმის ცხების ცერემონიალის დაფუძნების დღიდან მასში ყოველწლიურად მონაწილეობდნენ სამსახიობო ფაკულტეტის  სტუდენტები. ცერემონიალის გამართვას ხელს უწყობდნენ ამავე უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და ლექტორები. დღემდე ამ ცერემონიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსახიობებისთვის და ისინი გულმოდგინედ ცდილობენ შეინარჩუნონ და არ დაკარგონ ტრადიცია, თაობიდან თაობას გადასცენ, მეტად დააინტერესონ და მოტივირებულები გახადონ ფაკულტეტის სტუდენტები.

Leave a comment